ჯიხვი – ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასიით პონტის პირს,
ძირს ჩახიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო – ღვთის,
წითელ-ფეხება მტრედებო.
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო – ღვთის,
წითელ-ფეხება მტრედებო.
ლხინში – ავხირდები, ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო.
ჭირში – დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო!
ლხინში – ავხირდები, ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო.
ჭირში – დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო – ღვთის,
წითელ-ფეხება მტრედებო.
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო – ღვთის,
წითელ-ფეხება მტრედებო.
