ქართველებს დასცინიან,
ღვინის სმა რომ იციან,
იმას აღარ ამბობენ,
ამას რათა სჩადიან.
თუ გაქვს წარმოდგენილი,
დილით შემოტანილი,
პატარძლის დაკრეფილი,
კიტრები და მწვანილი.
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაია.
უღვინოთა ცხოვრება,
აბა ვის ეკადრება,
ღვინო არის მშვენება,
ჩვენი ავლადიდება.
ძმებო როცა მოვკვდები
ნუ ჩამდებთ კუბოშია,
სუყველას გევედრებით
ჩამდეთ ტიკ-ჭორაშია.
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაია.
თუ მწვადების მაგივრად,
მომიტანეთ ვარდები,
იცოდეთ გავგიჟდები,
წყალში გადავვარდები.
აქით პოლკა-მარზურკა,
იქეთ ტანცი-მანცები,
სუფრაზე რომ დაჯდები,
როგორ გაიპრანჭები.
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაი,
ჯანაია, ჯანაია,
ჯანაია, ჯანაი ჯანაია.
