ჰიმნი დედაენას

აი ია აი შენი დედა ენა,
აკვნიდანვე რომ გაჩუქა მზე და რწმენა.
აი ია საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი.

აი ია, აი თითი,
აუ მუხა, აი მზე.

ოი დედა ენა,
ოი დედა ენა.
ეჰეჰეი, ეჰეჰეი,
ოი, დედაო ენა,
მშობელო ენავ.

დედავ, ქვეყნის ნათლის სვეტო და მშვენებავ,
ზარდე შვილი საქართველოს აღმშენებლად.
სულში თაფლად ჩაეწვეთოს შენდა ლხენად,
დედაენა, დედაენა, დედაენა.

აი ია, აი თითი,
აუ მუხა, აი მზე.

ოი დედა ენა,
ოი დედა ენავ.
ეჰეჰეი, ეჰეჰეი,
ოი, დედაო ენავ,
მშობელო ენავ.

ოი დედა ენავ,
ოჰოჰოი დედა ენავ.
ეჰეჰეი, ეჰეჰეი.
ო დედაო ენავ,
მშობელო ენავ.

აი ია, აი ია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading