გულმა შენთან დაიბუდა,
შენს ალერსში დავიღლები.
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით ყვავილებით.
ხელგაშლილი ლაღად დგახარ,
თავმომწონე მასპინძელი.
ადვილია შენი ნახვა,
დავიწყება არის ძნელი.
ადვილია შენი ნახვა,
დავიწყება არის ძნელი.
ქუთაისო ჩვენი ერის,
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.
აქ ბაგრატის სხივი ელავს,
აქ გელათი შუქში სცურავს.
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა.
სულ მაისის სურნელია,
საფირონი მოაქვს რიონს.
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაკტიონს.
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაკტიონს.
ქუთაისო ჩვენი ერის,
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.
საქართველოს გემრიელი,
ბედნიერი ქალაქი ხარ.
შენ შეგხარით, შენ გიმღერით,
მართლაც ჩვენი ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ.
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ
ქუთაისო, ქუთაისო,
ჰე…
