ხალხი სამოთხეს ნატრობს
და შენ სამოთხე ხარ,
მზე შენი მუდამ მათბობს
და მათბობს შენი ცა,
ლაჟვარდს მერცხალი აპობს
ცისკარს ფერი აქვს ცხრა,
ასეთი მიწის პატრონს
რა დამაბერებს რა?!
აქ გულს ყოველთვის სიმღერა უნდა,
აქ უსიმღეროდ ვერ გაძლებს გული,
ბათუმი რად ღირს მარტო
და შენი ლურჯი ზღვა,
ბათუმი რად ღირს მარტო
და შენი ლურჯი ზღვა.
ვარდის სურნელი მათრობს,
მესმის ბულბულის ხმა,
ლაჟვარდს მერცხალი აპობს,
მწვანეს ფერი აქვს სხვა,
გული გაფრენას ლამობს,
სხვა რა ვინატრო რა,
ასეთი მიწის პატრონს
რა დამაბერებს რა?!
აქ გულს ყოველთვის სიმღერა უნდა,
აქ უსიმღეროდ ვერ გაძლებს გული,
ბათუმი რად ღირს მარტო
და შენი ლურჯი ზღვა,
ნეტავ ამ მიწის პატრონს
რა დამაბერებს რა?!
