დეკემბერი, დეკემბერი,
ვაი უკვე ვეღარ ვშველი,
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს,
შენს მისამართს ისევ ვეძებ,
შემოდგომის ყვითელ გზებზე,
ალბათ მალე თეთრი სევდა მოთოვს.
გადაივლის ეს ზამთარი,
მიყუჩდება მკერდში ქარი,
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,
რადგან ისევ მოვა მარტი
და ფერდობზე ჩამობარდნის,
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში.
რადგან ისევ მოვა მარტი,
და ფერდობზე ჩამობარდნის,
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში.
გადაივლის ეს ზამთარი,
მიყუჩდება მკერდში ქარი,
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,
რადგან ისევ მოვა მარტი
და ფერდობზე ჩამობარდნის,
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში.
