წუნია

თუკი ისევ გეშინია შემოდგომის ქარების
თუ ზამთარშიც ემალები თოვლს
თუ არავის არ უჩვენე ეგ ლამაზი თვალები
მაგ თვალებზე გახუნდება დრო

დღეს თუ შენთვის დაკრეფილი
მოაქვთ თეთრი ვარდები
სილამაზით თუ ედრები ცას

თუ ყოველთვის შენ ასეთი
უკარება დარჩები
ბოლოს თვითონ შემორჩები დარდს

თუ შენს გულში სიყვარული
მოსვლას დააგვიანებს
თუ სულ მუდამ ეყვარები გგონია
დღეს პატარა, დღეს ლამაზო ქალბატონო
მებრალები, მებრალები მგონია

ეს ცხოვრება მიდის, მიდის
უკან აღარ ბრუნდება
ბოლოს წვიმაც ემსგავსება თოვლს

დღეს ლამაზად გაშლილ თმებში
ჩუმად გაიყუჩება
ფიქრისაგან შევერცხლილი დრო

მერე ვიცი სევდას უკვე
ვეღარ დაემალები
სილამაზე როს მიხურავს კარს
ისიც ვიცი ბედისაგან უმადური დარჩები
და სულ მარტო შემორჩები დარდს

თუ შენს გულში სიყვარული
მოსვლას დააგვიანებს
თუ სულ მუდამ ეყვარები გგონია
დღეს პატარა, დღეს ლამაზო ქალბატონო
მებრალები, მებრალები მგონია

თუ შენს გულში სიყვარული
მოსვლას დააგვიანებს
თუ სულ მუდამ ეყვარები გგონია
დღეს პატარა, დღეს ლამაზო ქალბატონო
მებრალები, მებრალები

თუკი ისევ გეშინია შემოდგომის ქარების
თუ ზამთარშიც ემალები თოვლს


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading