ანჩისხატის სახურავზე ჭკნება ჩემი ყვავილი,
ანჩისხატის სახურავზე ღმერთი წვიმად გაივლის,
ბზარს გულისას შუქით ავსებს,
ცა ცრემლივით დაღვრილი,
ანჩისხატის სახურავზე ტირის ჩემი ყვავილი,
ტირის ჩემი ყვავილი, ყვავილი…
ო, ცოტა ხანს კიდევ გავძლებ
ღვთისკენ სანთლებგაწვდილი,
ანჩისხატის სახურავზე ტირის ჩემი ყვავილი,
ტირის ჩემი ყვავილი, ყვავილი…
ანჩისხატის სახურავზე სანთელივით ვთეთრდები,
მცივა, მაგრამ ბუმბულ-საბნით
სულს მითბობენ მტრედები.
ო, ცოტა ხანს კიდევ გავძლებ
ღვთისკენ სანთლებგაწვდილი,
ანჩისხატის სახურავზე ტირის ჩემი ყვავილი,
ტირის ჩემი ყვავილი, ყვავილი…
ბზარს გულისას შუქით ავსებს
ცა ცრემლივით დაღვრილი,
ანჩისხატის სახურავზე იწვის ჩემი ყვავილი,
იწვის ჩემი ყვავილი, ყვავილი, ყვავილი…
