თოვლი მოდის

როგორ მინდა
შორიდან ერთხელ კიდევ დაგინახო რომ დაგიძახო
თოვს ლურჯი ციდან

დრო მოვიდა
მოდი და კიდევ ერთხელ გავიაროთ
თბილისის თოვლიანი გზა

როგორ მინდა
ჩემზე ფიქრობდე როცა იწყება თოვა
თოვს როგორც არასდროს თოვს

დრო მოვიდა
როგორ მინდა მე ახლა შენთან მოსვლა
მინატრე და დავბრუნდები რომ გაგათბო

მჯერა თუ განგებამ ინება ყველაფერს შეცვლი
თოვლი მოდის, მოდის და ცვივა ფანტელი
ჩვენ ხომ ერთმანეთის ისედაც უსიტყვოდ გვესმის
თოვლი მოდის, მოდის სხვა არაფერი

მე ხომ ვიცი
შენ ახლა ფანჯარასთან ჩუმად დგახარ, გარეთ ისევ თოვს
შენ ჩემზე ფიქრობ

დრო არ იცდის
მერე რა რომ ახლა ერთად არ ვართ
შენ მაინც უსიტყვოდ მიხმობ

შენ ხომ იცი
გულში რა ხდება როცა იწყება თოვა
თოვს, როგორც არასდროს ისე თოვს

მე დაგიცდი
სანამ ინათებს მე უფრო მალე მოვალ,
მინატრე და დავბრუნდები, რომ გაგათბო

მჯერა თუ განგებამ ინება ყველაფერს შეცვლი
თოვლი მოდის, მოდის და ცვივა ფანტელი
ჩვენ ხომ ერთმანეთის ისედაც უსიტყვოდ გვესმის
თოვლი მოდის, მოდის სხვა არაფერი

მჯერა თუ განგებამ ინება ყველაფერს შეცვლი
თოვლი მოდის, მოდის და ცვივა ფანტელი
ჩვენ ხომ ერთმანეთის ისედაც უსიტყვოდ გვესმის
თოვლი მოდის, მოდის სხვა არაფერი


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading