გოგოვ გოგოვ შავთვალა
რა ხელმა დაგხატა,
რა ხელმა დაგხატა.
გვერდს გამივლი ლამაზო
არას მკითხავ არასდროს,
არას მკითხავ არასდროს.
არ დამცდება სათქმელი,
თუ კი სიტყვას არ მეტყვი,
თუ კი სიტყვას არ მეტყვი.
შენს წინ ვიყო ამაყი,
ამას მაინც ნუ მიშლი,
ამას მაინც ნუ მიშლი.
სათქმელს ვერ გიბედავ მე
მიშველე გენაცვალე,
მიშველე გენაცვალე.
რა გინდოდა რას მერჩი
ნეტავ არ გამეცანი,
ნეტავ არ გამეცანი.
ჩემი ბრალი რაშია,
თუ კი ბედის ბრალია,
თუ კი ბედის ბრალია.
რადგან შევხვდით ერთმანეთს,
ნუღა აყოვნებ სათქმელს,
ნუღა აყოვნებ შენს სათქმელს.
გოგოვ გოგოვ შავთვალა
რა ხელმა დაგხატა,
რა ხელმა დაგხატა.
