გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,
იღიმება ლურჯთვალება ია,
სითბო ისე შემოიჭრა გულში,
თითქოს გული დამრჩენოდეს ღია.
ვარდობის თვეს როგორ გავძლო მარტო,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან,
ყვავილების სურნელება მათრობს,
და ბავშვივით სიყვარული მინდა.
ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს,
დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,
სიჭაბუკე სიზმარივით წავა
და იქნება ყველაფერი გვიან.
გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში.
გავლენ წლები, დაზამთრდება გულში,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან,
ყვავილების სურნელება მათრობს,
და ბავშვივით სიყვარული მინდა.
იღიმება ლურჯთვალება ია…
