გშორდები

დამიბრუნდი თორემ თმაში შემერია ჭაღარა
დამიბრუნდი თორემ გულმა სევდა შემომაპარა
ღამეს უკვე დავუკარგე სიყვარულის ხალისი
უშენობას თუმცა ძლიერ განვიცდი

სიყვარული მალულად
გულში შემოპარულა
წლები მიდის ღამე ღამეს მოსდევს
მოლოდინმა დამღალა
სევდა შემომაპარა
რომ არ გნახო იქნებ ასე სჯობდეს

მე უშენოდ რაღად მინდა ყოველი
ცხოვრებისგან მეტს არაფერს მოველი
წლები მისდევს წლებსო
ნუ შემახებ ხელსო, გშორდები

მე უშენოდ რაღად მინდა ყოველი
ცხოვრებისგან მეტს არაფერს მოველი
წლები მისდევს წლებსო
ნუ შემახებ ხელსო, გშორდები

დამიბრუნდი თორემ კარგო უშენობა მაშინებს
დამიბრუნდი ჩვენს სიყვარულს ნუ დაარქმევ საშინელს
გულში სითბო დამიკარგე ირგვლივ თბილი ფერები
გაყინული დამიტოვე გამოწვდილი ხელები

სიყვარული მალულად
გულში შემოპარულა
წლები მიდის ღამე ღამეს მოსდევს
მოლოდინმა დამღალა
სევდა შემომაპარა
რომ არ გნახო იქნებ ასე სჯობდეს

მე უშენოდ რაღად მინდა ყოველი
ცხოვრებისგან მეტს არაფერს მოველი
წლები მისდევს წლებსო
ნუ შემახებ ხელსო, გშორდები

მე უშენოდ რაღად მინდა ყოველი
ცხოვრებისგან მეტს არაფერს მოველი
წლები მისდევს წლებსო
ნუ შემახებ ხელსო, გშორდები

წლები მისდევს წლებსო
ნუ შემახებ ხელსო, გშორდები


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading