წვიმა მოდის,
წვიმა მოდის შხაპუნა,
დამისველდა თმები,
თეთრი კაბა მაცვია და
წვიმას ვემალები.
თეთრი კაბა მაცვია და
წვიმას ვემალები.
წვიმა მოდის,
წვიმა მოდის შხაპუნა,
ვის რას აგონებს,
ო რამდენი გეძახე და
ვერ გაგაგონე,
ო რამდენი გეძახე და
ვერ გაგაგონე.
წვიმს და წვიმს,
წვიმა მასველებს,
თუმცა ზღაპარი როდია.
წვიმის წვეთები შხაპუნით
მოდიან, მოდიან, მოდიან.
წვიმა მოდის,
წვიმა მოდის შხაპუნა,
ფიქრებს ვაყოლებ.
მეოცნებე თვალები კი
მზერას გაყოლებს.
მეოცნებე თვალები კი
მზერას გაყოლებს.
წვიმა მოდის,
წვიმა მოდის შხაპუნა,
შენ თავს მაგონებს.
წუხელ ბევრი გეძახე და
ვერ გაგაგონე.
წუხელ ბევრი გეძახე და
ვერ გაგაგონე.
წვიმს და წვიმს,
წვიმა მასველებს,
თუმცა ზღაპარი როდია.
წვისმის წვეთები შხაპუნით
მოდიან, მოდიან, მოდიან.
წვიმს და წვიმს,
წვიმა მასველებს,
თუმცა ზღაპარი როდია.
წვიმის წვეთები შხაპუნით
მოდიან, მოდიან, მოდიან,
მოდიან, მოდიან, მოდიან,
მოდიან, მოდიან, მოდიან.
