დღეს ილია საქართველოს ლოცავს

ხან დილის ცისკარს ედრები,
ხან ვარსკვლავს დაემგვანები,
ვერ ჩაგიარე უგულოდ,
ვერც მოგარიდე თვალები,
ვერ ჩაგიარე უგულოდ,
ვერც მოგარიდე თვალები.

ფიქრით შენს სუნთქვას ვდარაჯობ,
თბილისო ყველგან გნატრობდი,
ათასი გული მქონოდა
ყველას შენ შემოგწირავდი,
ათასი გული მქონოდა
ყველას შენ შემოგწირავდი.

მეიდანი ხარფუხი და მეტეხი,
მთაწმინდა და სუსამბარი დილის,
ნაღდ ქართველებს ისევ ველი,
ჩემს სიცოცხლეს შეველევი,
აზარფეშად დავუტოვებ თბილისს.

არ ჩამიქვრე ჩემი ბედის ვარსკვლავო,
შენ ხომ სული გორგასლისა გმოსავს,
უწმინდესი პატრიარქი სამების
დღეს ილია საქართველოს ლოცავს,
უწმინდესი პატრიარქი სამების
დღეს ილია საქართველოს ლოცავს.

წმინდა გიორგი გფარვიდეს,
რწმენით ლოცულობს ქართველი,
არ მოჰკლებოდეს სამშობლოს
მზე გამარჯვების, ვარდები,
აღმოცისკრება უფლისა,
ღვთისმშობლის დიდი ნათელი.

გზა რად გვინდა, თუ ტაძართან ვერ მივა,
თუ არ გლოცავს მშობლიური მთა-ბარი,
ზარი რეკავს სამებისა ქართველო,
ზეცას წვდება ჩვენი წმინდა ტაძარი.

არ ჩამიქვრე ჩემი ბედის ვარსკვლავო,
შენ ხომ სული აღმშენებლის გმოსავს,
აღორძინდი, გამთლიანდი, გაბრწყინდი,
დღეს ილია საქართველოს ლოცავს,
აღორძინდი, გამთლიანდი, გაბრწყინდი,
დღეს ილია საქართველოს ლოცავს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading