მეც არ ვიცი ვის დავეძებ

მეც არ ვიცი ვის დავეძებ,
მეც არ ვიცი რა მინდა,
შენს ძებნაში სიჭაბუკის
ნახევარი გავიდა.

მისამართიც არ დატოვე
ჩემი სევდა გაგანდო,
მაინც მოგწერ, მოგწერ ბარათს
ისევ უმისამართოდ.

იქნებ დარდი გავაქარვო,
ეგებ გული გავართო,
იქნებ ბარათს გავატანო
ჩემი გულის დარდები,
მშვიდობითო არ მითხარი
ისე ჩუმად წახვედი.

მეც არ ვიცი ვის დავეძებ,
მეც არ ვიცი რა მინდა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading