მე განა ღვინომ დამათრო

მე განა ღვინომ დამათრო,
მე შენ მწყუროდი ლამაზო,
დამათრო შენმა ღიმილმა,
და სიყვარულით ამავსო.

ეს გაზაფხულის საღამო
შენი გულივით თბილია,
ეს გაზაფხულის საღამო
შენი წამწამთა ჩრდილია.

ახლა რომ ასე დავდივარ
შენი თვალების ბრალია,
მე განა ღვინომ დამათრო,
მე შენი ეშხით მთვრალი ვარ.

ეს გაზაფხულის საღამო
შენი გულივით თბილია,
ეს გაზაფხულის საღამო
შენი წამწამთა ჩრდილია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading