მე ბანდაბან დაგეძებდი
შენ ბაღი-ბაღჩად გეძინა
გაგეხსნა ოქროს საკინძე
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა
გაგეხსნა ოქროს საკინძე
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა
შენ ჩემო თვალის სინათლევ
ვისი ხარ ნეტავ შვილია
ვინ მოგიხატა ლამაზო
ეგ კოხტა გულის პირია
ეგ კოხტა გულის პირია
ქალო ეშხითა მორთულო
დღისით მზე ღამით მთვარეო
ბრწყინვალე შუქურ-ვარსკვლავო
რომ ვეღარ დაგემალეო
ბრწყინვალე შუქურ-ვარსკვლავო
რომ ვეღარ დაგემალეო
ნეტავი რამედ მაქცია
ბულბულად გადამაქცია
ბულბულის ენა მასწავლა
შენს ბაღში შემომაჩვია
შენს ბაღში შემომაჩვია
მე ბანდაბან დაგეძებდი
შენ ბაღი-ბაღჩად გეძინა
გაგეხსნა ოქროს საკინძე
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა
გაგეხსნა ოქროს საკინძე
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა
