ყოველთვის ერთმანეთს დილით როცა ვშორდებით
ვსევდიანდები ძლიერ
მთელი დღე ამაოდ მაინც გეძებ თვალებით
მიჭირს ფიქრები რომ ვეღარ დავძლიე
დღეები ნელა იწურებიან
თავზე დაგვტრიალებდნენ ფიქრები
და ნელა გადის დროს საღამომდე
მიჭირს სანამ კვლავ ერთად ვიქნებით
ქალურმა სისუსტემ
ვშიშობ არსად დაგძლიოს
ვწუხვარ სიშორის გამო
ლოდინი მასუსტებს
სანამ მოვა იმედად
ჩემი მეგობარი ლურჯი საღამო
არაფერს ვნატრობ საღამოსავით
იქნებ ვინმემ სიგიჟეც დაგვწამოს
ნეტავი მალე დაბინდდებოდეს
შენს თავს დამიბრუნებდეს საღამო
არაფერს ვნატრობ საღამოსავით
იქნებ ვინმემ სიგიჟეც დაგვწამოს
ნეტავი მალე დაბინდდებოდეს
შენს თავს დამიბრუნებდეს საღამო
შენს თავს დამიბრუნებდეს საღამო
