თბილისში ხომ ყველაფერი ლამაზია,
თბილისში ხომ თბილისურად ცხოვრობენ,
დარდიმანდი კაცი ქუჩას მიუყვება,
ამ კაცობის ერთგულიო ბოლომდე.
დარდიმანდი კაცი ქუჩას მიუყვება,
ამ კაცობის ერთგულიო ბოლომდე.
უთბილისოდ აბა მითხარ რა კაცი ვარ?
შენთან ერთად მე სიცოცხლე მწყურია.
ყველა იმ კაცს ვადღეგრძელებ ვისაც ოდეს
ამ ქალაქში ქალაქურად უვლია.
თბილისო შენი კალთა დამაფარე,
მინდა ვიგრძნო მადლი დილისო,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე
ჩემო თბილისო.
თბილისო შენი კალთა დამაფარე,
მინდა ვიგრძნო მადლი დილისო,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე
ჩემო თბილისო.
სიყვარულის ქალაქი ხარ ჩემო ერთო,
შენს ქუჩებში ჟრუანტელი მივლისო,
მიყვარს შენი სევდიანი ნარიყალა,
რომ ჩაივლი მოგაგებებს ღიმილსო.
მადლი ქენი გულში მაგრად ჩამიკარი
შენს მკლავებში, დარდი გადამივლისო,
არ მოგაკლებ დალოცვას და მოფერებას,
არ მოგაკლებ ამ მადლიან ღიღინსო.
თბილისო შენი კალთა დამაფარე,
მინდა ვიგრძნო მადლი დილისო,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე
ჩემო თბილისო.
თბილისო შენი კალთა დამაფარე,
მინდა ვიგრძნო მადლი დილისო,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე
ჩემო თბილისო.
თბილისო შენი კალთა დამაფარე,
მინდა ვიგრძნო მადლი დილისო,
სიცოცხლე სხვანაირად შემაყვარე
ჩემო თბილისო,
ჩემო თბილისო.
