ტურფას სიმღერა

ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს,
არ გამამხელენ ჩემი თვალები,
თავისუფლების სიმწარეც ვნახე
და დარაზული ციხის კარებიც.

ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის,
ნაძალადევი სიცილიც ვიცი,
მე აღარა მწამს არცერთი ღმერთის
და არა მჯერა არცერთი ფიცის.

დავდივარ ასე ორთაჭალის
ლამაზი ქალი სხვის ხარჯზე მთვრალი,
ნაცემი და ჟინდაუმცხვრალი,
ჟინდაუმცხვრალი…

ხალხსა ჰგონია გული არა მაქვს,
რახან არავის არა ვთხოვ შველას,
გულით იმდენი ნაღველი დამაქვს,
რომ დასახრჩობად ეყოფა ყველას,
გულით იმდენი ნაღველი დამაქვს,
რომ დასახრჩობად ეყოფა ყველას.

დავდივარ ასე ორთაჭალის
ლამაზი ქალი სხვის ხარჯზე მთვრალი,
ნაცემი და ჟინდაუმცხვრალი,
ჟინდაუმცხვრალი…
ჟინდაუმცხვრალი…
ჟინდაუმცხვრალი…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading