ქართველების ერთად ყოფნა

ისევ მტკივა მორჩენლი იარა,
შენ მიხმე და თავს გაახლებ ერთო,
ხაზს ვუსინჯავ სიტყვას როგორც იარაღს,
ჩემს საყვარელ იადონებს ვერ ვთმობ.

იმერლების იმერლობა კი არა,
გურულების გურულობა კი არა,
კახელების კახელობა კი არა,
ქართველების ქართველობა
დამილოცე ღმერთო.

ერთი კაცის გამარჯვება კი არა,
ორი კაცის გამარჯვება კი არა,
სამი კაცის გამარჯვება კი არა,
საქართველოს გამარჯვება დამილოცე ღმერთო.

ისევ მტკივა მორჩენლი იარა,
შენ მიხმე და თავს გაახლებ ერთო,
ჩვენთან ერთად გაზაფხულმაც იარა,
მათრახს ჩვენში ვინ აკადრებს თეთროს.

მარტო ჩემი ერთგულება კი არა,
მარტო ჩემი სიყვარული კი არა,
მარტო ჩემი სიმღერები კი არა,
ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო.

მარტო ჩემი ერთგულება კი არა,
მარტო ჩემი სიყვარული კი არა,
მარტო ჩემი სიმღერები კი არა,
ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო.

ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading