ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
ფოთლები მიქრიან ქარდაქარ.
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს!
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
ფოთლები მიქრიან ქარდაქარ.
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს!
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის!
