ამოდის, ნათდება,
ჩემი ოცნება მაღლდება,
მიხმობ და მეძახი,
რა ხდება, რა ხდება?
სიყვარული დაფრინავს,
სიყვარული არ დადის,
რატომ მიხმობ, რა გინდა,
შენთანა ვარ მარადის.
მზე ღრუბლებში დაცურავს,
ქრება ფიქრის ღადარი,
თუ სიმღერა დასრულდა,
გულში ცეცხლი რად არი?
გულში ცეცხლი რად არი?
წავიდა, გაფრინდა,
წლებმა ზამთრი დატოვა,
არ გინდა, არ მინდა,
არ გელი, არ მოვა.
სიყვარული დაფრინავს,
სიყვარული არ დადის,
რატომ მიხმობ, რა გინდა,
შენთანა ვარ მარადის.
მზე ღრუბლებში დაცურავს,
ქრება ფიქრის ღადარი,
თუ სიმღერა დასრულდა,
გულში ცეცხლი რად არი?
გულში ცეცხლი რად არი?
არ მინდა,
არ მელი, არ მოვალ.
სიყვარული დაფრინავს,
სიყვარული არ დადის,
რატომ მიხმობ, რა გინდა,
შენთანა ვარ მარადის.
მზე ღრუბლებში დაცურავს,
ქრება ფიქრის ღადარი,
თუ სიმღერა დასრულდა,
გულში ცეცხლი რად არი?
გულში ცეცხლი რად არი?
გულში ცეცხლი რად არი?
გულში ცეცხლი რად არი?
