შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
მე ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები,
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება, მენატრება.

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა,
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
მე ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები,
გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება, მენატრება.

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა,
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა,
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading