შოპენის ქარმა

შოპენის ქარმა ააფრიალა ოთახის ფარდა,
ვიღაც დუმს და დუმილით სიმართლეს მალავს,
შენი ტუჩების ბალიშებს წვიმა-წვეთები აგიჟებს,
შენი სიტყვის ნამსხვრევებს
ქარი ურიგებს გამვლელებს.

ქუჩაში გესმის უკრავენ ტანგოს,
უცნობი ბიჭი გოგონას ართობს,
ხმაური ავსებს ცარიელ ქუჩას,
მირბიან ღამით, ბოლო არ უჩანს.

ხელებს იბანენ ტოტები ცაში,
მალერი ელავს ნოტების ქარში,
მბჟუტავ ლამპიონს – ოცნების დალაქს,
მე ვიცვამ პალტოს (პალტოს?), ჰო,
და ვამცნობ ქალაქს,

რომ ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

ახალგაზრდობა გადის,
თმაში ჭაღარა ჩნდება,
დრო აღარ არის ფიქრის,
სიბერე კარს მოდგება.

ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

როგორიც ვართ დღეს,
როგორიც ვართ აქ,
როგორიც ვართ ჩვენ,
ცუდი თუ კარგი,
ცუდი თუ კარგი…

ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

ცეკვით დავივლი პატარა ქუჩებს,
სიმღერებს ვეტყვი პატარა ხიდებს,
რომ გაგვიხსენონ ისეთი, როგორიც ვართ დღეს.

შოპენის ქარმა ააფრიალა ოთახის ფარდა,
ვიღაც დუმს, ვიღაც დუმს, ვიღაც დუმს…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading