ცისა ფერთა სიყვარული
ეს უკვდავთა ხვედრია,
მსგავსი მისი სათნოებით
არა რა შემხვედრია.
მიწის ეშხი, სილაზათე
ყველა ამ ფერს შერთვია
და ის ქვეყნად ზეცასავით
ზეცასავით ერთია.
ცისა ფერი, ლურჯი ფერი,
ეს ორივე ერთია,
ცისა ფერი, ზღვისა ფერი,
მართლაც ფერთა ღმერთია.
მიწის ეშხი, სილაზათე
ყველა ამ ფერს შერთვია
და მას სათუთს, ასე ლამაზს
სხვა ფერებიც ეტრფიან.
მიწის ეშხი, სილაზათე
ყველა ამ ფერს შერთვია
და ის ქვეყნად ზეცასავით
ზეცასავით, მართლაც ერთადერთია.
