ჯადოქარი

ნუ იცინი, ნუ ამაყობ,
მე შენს ცქერას დაღლას ვატყობ,
განშორების მძიმე სევდა
შენს თვალებშიც ამეტყველდა.

მაგ შენ ბაგეს, მზიან ბაგეს,
ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ, უცხო ღიმილს,
ნაწვალევს და ნაძალადევს.

შენ მზეს ვფიცავ, სულ არ გავხარ,
ტყეში გაჭრილ ველურ ქალს,
ჯადოქარო, შენ გიმღერი,
სიყვარულის ჯადორქარს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading