მინდორთ დამამშვენებელო

მინდორთ დამამშვენებელო
ვარდო, გაშლილო ველადა,
სად მოიცალა იმ ღმერთმა
შენი თვალების წერადა,
ვინ მოგცა საწერ-კალამი,
დაგხატა ათას ფერადა.

ერთ რამეს გეტყვი ხმამაღლა
სულ ყველას გასაგონადა,
რა დაგიშავე ლამაზო
რად გამიხადე მონადა,
რა დაგიშავე ლამაზო
რად გამიხადე მონადა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading