მჯერა ცა კავკასიონის

მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის,
რომ გამოვხატო ჩემი ქართული,
მჯერა ოჯახის, თავისუფლების,
არ მაქვს სურვილი დიდი სუფრების,
არ მიყვარს ჭიქა ნაკლული,
არც ჩანაფიქრი მხმიბლავს მზაკვრული,
მიყვარს თუშური გარმონი,
თათარაიძის დაკრული.
მჯერა მე დილის ნიავის
და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა კავკასიონის და
დედამიწის ტრიალის.

რაც შეეხება დემოკრატიას,
მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას,
მე არ მკიდია ჰალსტუხი ყელზე,
თანამდებობა მკიდია.
არ მჯერა ღიმილი სტრატეგიული,
მიყვარს ცხოვრება ენერგიული,
არ მჯერა პიარ პონტების,
მეგობარი ვარ ნოტების.
მე მჯერა დილის ნიავის
და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა კავკასიონის და
დედამიწის ტრიალის.

მე არ მჭირდება ვინმეს გინება,
არც მილიარდის შოვნა მინდება,
მყოფნის ვაჟასთან გასაუბრება,
ღამე უბანში გასეირნება.
მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის,
რომ გამოვხატო ჩემი ქართული,
მჯერა ოჯახის, თავისუფლების,
არ მაქვს სურვილი დიდი სუფრების,
არ მიყვარს ჭიქა ნაკლული,
არც ჩანაფიქრი მხიბლავს მზაკვრული.
მიყვარს თუშური გარმონი,
თათარაიძის დაკრული,
მჯერა მე დილის ნიავის
და ვენახების შრიალის,
მჯერა მე კავკასიონის და
დედამიწის ტრიალის.

სულ სამი სიმი მყოფნის ფანდურის.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading