ჩემს იმედად მოფრენილი
ჩემს იმედად დადიხარ,
სხვისთვის სითბო ხარ აპრილის,
ჩემთვის მხოლოდ მარტი ხარ.
მანათობლად მოვლენილი,
სხივი შენ ხარ დილის მზის,
დამილოცავს ეგ მანდილი
დედოფალო თბილისის.
მე ამ ქვეყნად წმინდა გული
მხოლოდ შენით ვიწამე,
ავადა ვარ სიყვარულით,
მოდი ჩემთან მიწამლე.
ჩემს ფანჯრის წინ ჩაიარე,
დამიტოვე ნაღველი,
თურმე შენთვის მიმღერია
თუ რამე მაქვს ნამღერი.
თურმე შენთვის ვილექსე და
დღემდე შენთვის ვიცოცხლე,
ალალ იყოს მიჩუქნია
დღემდე ჩემი სიცოცხლე.
მე ამ ქვეყნად წმინდა გული
მხოლოდ შენით ვიწამე,
ავადა ვარ სიყვარულით,
მოდი ჩემთან მიწამლე.
მე ამ ქვეყნად წმინდა გული
მხოლოდ შენით ვიწამე,
ავადა ვარ სიყვარულით,
მოდი ჩემთან მიწამლე.
