წუხელ თოვდა,
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე…
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თოვლი, თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ჩვენში
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ჩვენში
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ეს პირველი თოვა ისე გამეხარდა,
წვიმა-ქარი უსაქმურად დანაბერი,
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ კარგო შენისთანა არაფერი.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე
თოვლი, თოვლი, თოვლი, თეთრად დასახული,
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ჩვენში
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ჩვენში
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
