თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან

თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან,
ვერ წვდებოდი, მოკრეფას კი ლამობდი,
ჟრუანტელი აივლიდა ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.
ჟრუანტელი აივლიდა ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.

წამწამებზე ნაყოფივით დაგეკიდნენ,
ნამის ხილად მოციმციმე ცრემლები,
ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე,
ჩამოვრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.
ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე,
ჩამოვრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.

რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი,
განა სხვაგან ცოტანია თუთები?
მე შენს მოსვლას რომ იცოდე კიდევ ვუცდი,
დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.
მე შენს მოსვლას რომ იცოდე კიდევ ვუცდი,
დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.

თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან,
ვერ წვდებოდი მოკრეფას კი ლამობდი,
ჟრუანტელი აივლიდა ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.
ჟრუანტელი აივლიდა ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.

თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან…


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading