თბილისი ხომ სიმღერაა

როცა ჩემი ქვეყნის ზეცას
მტრედისფერი ედება,
მაშინ დილა ჩემს თბილისში
სიმღერებით თენდება.

თბილისიც ხომ სიმღერაა
აგანთებს და გადაგწვავს,
უთბილისოდ საქართველო
ზღაპარშიაც არა მწამს.

მოდუდუნებს მოდის მტკვარი,
ლექსს ჩურჩულებს ჭადარი,
ბესიკივით მღერის ქარი
სიყვარულით დამწვარი.

თბილისიც ხომ სიმღერაა
აგანთებს და გადაგწვავს,
უთბილისოდ საქართველო
ზღაპარშიაც არა მწამს.

თბილისიც ხომ სიმღერაა
აგანთებს და გადაგწვავს,
უთბილისოდ საქართველო
ზღაპარშიაც არა მწამს.

თბილისიც ხომ სიმღერაა
აგანთებს და გადაგწვავს,
უთბილისოდ საქართველო
ზღაპარშიაც არა მწამს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading