ლოთები

ცვივა ხმელი ფოთლები,
ღიღინებენ ლოთები,
მაგიდები სავსეა ცარიელი ბოთლებით.

კვლავაც უჭახუნებენ
ჭიქებს, თუმცა ცარიელს,
ალბათ ძალზედ ბევრი ღვინო დალიეს.

მეც დამისხით, დავლიო კიდევ ერთი ფიალა,
იქნებ ღვინომ მომიშუშოს ტკივილი და იარა,
კიდევ ერთხელ მომაწოდეთ ამ ცხოვრების ნაღველი,
იქნებ სიმთვრალეში გითხრათ ყველა ჩემი სათქმელი.

გაჰყვნენ ქუჩას ლოთები,
ჩახუტული ბოთლებით,
ალბათ გულში ააგეს ოცნებების კოშკები.

ცვივა, ცვივა ბოთლები, გაყინულან ტოტები,
მაგიდები სავსეა ცარიელი ბოთლებით,
აბა ვის რას უშავებენ, ეს საწყალი ლოთები.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading