იდგა გაზაფხულის საღამო

იდგა გაზაფხულის საღამო,
ცა წვიმას არ აპირებდა,
ჩემგან უსასრულოდ შორს
იყო ერთი ქალი,
ტიროდა, რა ატირებდა,
ჩემგან უსასრულოდ შორს
იყო ერთი ქალი,
ტიროდა, რა ატირებდა.

გული სიყვარულზე მღეროდა,
სიმღერას, მაგრამ სევდიანს,
ალბათ არ იცოდა, რომ ქარი წაიღებდა
იმ დღეებს ასე ცრემლიანს.

მითხარი რომ ეს შენა ხარ,
სიჩუმემ სევდით ამავსო,
შენმა მონატრებამ დამიმარტოვა
დღეს ისე, როგორც არასდროს.

ის ქალი ისევ შენა ხარ,
დროს ფიქრი არ გაჰყოლია,
შენმა მონატრებამ არ მიმატოვა,
სიყვარულს ასე სცოდნია.

იდგა გაზაფხულის საღამო,
ცა წვიმას არ აპირებდა,
ჩემგან უსასრულოდ შორს
იყო ერთი ქალი,
ტიროდა, რა ატირებდა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading