მე ხომ შენი ლანდი ვარ

მე ხომ შენი ლანდი ვარ,
შენ კვალდაკვალ დავდივარ,
შენზე ლოცვით ღამე ნათევი.
აბა ვის რად ვარგივარ,
ცარიელი დარდი ვარ,
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი.
აბა ვის რად ვარგივარ,
ცარიელი დარდი ვარ,
შენ ხატი ხარ მე კი სანთელი.

მზემაც ვეღარ გამათბო,
ღვინომაც ვერ დამათრო,
აბა მითხარ რაღამ გამათბოს.
გულში შენი სახელი,
შემეპარა ნაღველი,
შენ ხატი ხარ, მე კი სანთელი.
გულში შენი სახელი,
შემეპარა ნაღველი,
შენ ხატი ხარ, მე კი სანთელი.

თუ კი სუფრას გამიშლი,
ღვინის სმას ნუ დამიშლი,
ცარიელი ყანწი რად მინდა.
თუ ჩემს ნახვას არ იშლი,
კოცნას ნუღარ დამიშლი,
მარტო შენი ცქერა რად მინდა.
თუ ჩემს ნახვას არ იშლი,
კოცნას ნუღარ დამიშლი,
მარტო შენი ცქერა რად მინდა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading