ვინა თქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია,
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია,
ჩვენი ბედიც ამ ბეწვზედა ჰკიდია,
დღეები კი როგორ ჩქარა მიდიან.
შენც ხომ იცი სიყვარული რა არის,
შენ ჩემზე და მე შენზედა დამწვარი,
როგორც წინათ ეხლა აღარ ვარგიხარ,
ეჰ რას იზამ, ორასი წლის ყვავი ხარ.
გული მქონდა როგორც კაჟი სტამბულის,
მეც ვიცოდი ბაიათები გაბმული,
ალის ეშხი აბა ჩემთან რა იყო,
ეს ოხერი წლებმა ყველა წაიღო.
ვახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი,
ქალებისგან მუდამ გაურიყავი,
არასოდეს მიცხოვრია გლეხურად,
ფული მქონდა, თავზედ ქუდი მეხურა.
ვინა თქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია,
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია.
