ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და,
ვარსკვლავები ბრიალებდნენ აშუქებდნენ ედემსაო და.
მწყემსნი უფალს ადიდებდნენ, აპურებდნენ მტრედებსაო,
მოგვებს ლხინი გაემართათ, უხაროდათ დედებსაო.
ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და…
ალათასა-ბალათასა,
ხელ ჩავყავ კალათასა,
მე თუ ვერა ვიპოვე რა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქასა.
მზეო თიბათვისაო,
სვეტო სინათლისაო,
ლხინი გაგვიმრავლე და
აგვაშორე სიმწარე.
ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და…
ღმერთმა ისე აგაშენოთ
როგორც შიოს მარანიო,
პური-ღვინო ბევრი მოგცეთ
და სიკეთე მრავალიო.
მუდამ ერთად ვაგუგუნოთ
ტკბილი ჰარი-ჰარალიო,
მზესთან ერთად გვაღვიძებდეს
თავქოჩორა მამალიო.
ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და…
