სამიათას წელზე მეტი

სამიათას წელზე მეტი,
გვიცხოვრია როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ,
მაგრამ ბევრსაც მშვენიერსა.

გვიმღერია, კვლავაც ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.
გვიმღერია, კვლავაც ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.

არ მომკვდარა, არც მოკვდება
საქართველო მოცინარი.
მეტად აღარ შემცირდება
მისი სივრცე, მისი ზღვარი.

უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ
ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა,
გვიმღერია, კვლავაც ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.

ქართველთ სისხლით შეღებილი,
დღესაც მტკვარი არის მღვრიე,
ქართველ დედის დაზრდილ შვილებს,
მტრების სისხლი დაუღვრიათ.

გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა.
გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა

სამიათას წელზედ მეტი,
გვიცხოვრია როგორც ერსა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading