ტანგო

როგორ მოიწყინეს მთებმა,
ჩქარა ჩამოწვება ბინდი,
ხდება, ყველაფერი ხდება,
ტყდება ერთგულების ხიდი.

ხდება, ყველაფერი ხდება,
ირგვლივ ხავსია და მთები,
მაგრამ სიყვარული რჩება
და ეს სიყვარული მღერის.

სიცოცხლე მღერის,
სინათლე მღერის,
ეს გული მღერის,
მიყვარხარ შენ.

როგორ გაირბინეს წლებმა,
ყველამ დაგვივიწყა თითქმის,
ქრება ყველაფერი ქრება,
მიდის ყველაფერი მიდის.

ქრება ყველაფერი ქრება,
ჭკნება ვარდისფერი ტოტი,
მაგრამ სასწაული ხდება
და კვლავ გაზაფხული მოდის.

სიცოცხლე მღერის,
სინათლე მღერის,
ეს გული მღერის,
მიყვარხარ შენ.

სიცოცხლე მღერის,
სინათლე მღერის,
ეს გული მღერის,
მიყვარხარ შენ.

როგორ გაირბინეს წლებმა,
ყველამ დაგვივიწყა თითქმის,
ქრება, ყველაფერი ქრება,
მიდის, ყველაფერი მიდის,
ქრება, ყველაფერი ქრება,
მიდის, ყველაფერი მიდის.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading