მუხამბაზი

მე მეგონა, ტრფობით გული გამითბა,
თურმე ვკვდები შენი ცეცხლის დაგვითა,
ვეღარ ვამჩნევ, მთა არის თუ ბარია,
როცა გული შენთან მოუბარია.
ვეღარ ვამჩნევ, მთა არის თუ ბარია,
როცა გული შენთან მოუბარია.

სადაც შენ ხარ, ის ტაძარი წყნარია,
სიყვარული ტკბილია და მწარეა.
თუ გსურს დატკბე ბულბულისა მღერითა,
დამიძახე, მანდ გავჩნდები ფრენითა.

თუ მიშველი, ისევ შენ თუ მიშველი,
შენი თმის და შენი თვალის გიშერით,
ცხადში როცა ვერა ვძღები მზერითა,
სიზმრად გხატავ ცა-ფირუზის ფერითა,
თუ გსურს დატკბე ბულბულისა მღერითა,
დამიძახე, მანდ გავჩნდები ფრენითა.

სადაც შენ ხარ, ის ტაძარი წყნარია,
სიყვარული ტკბილია და მწარეა,
მე მეგონა, ტრფობით გული გამითბა,
თურმე ვკვდები შენი ცეცხლის დაგვითა.
ცხადში როცა ვერა ვძღები მზერითა,
სიზმრად გხატავ ცა-ფირუზის ფერითა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading