ტირიფები

აღარც დაბნეული მძივი ვარ და
აღარც მარცვალ–მარცვალ ვიკრიფები,
ნუთუ არ გინახავს წვიმის ფარდა,
ან გაცინებული ტირიფები.

მე გაზაფხულივით მოგეპარე
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი და თოთო ბავშვი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე.

კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
შენგან გათელლილი ბილიკები,
ასე ნეტავი რამ გააცინა
ოი ეს მტირალა ტირიფები.

მე გაზაფხულივით მოგეპარე
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი და თოთო ბავშვი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე.

კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
შენგან გათელლილი ბილიკები,
ასე ნეტავი რამ გააცინა
ოი ეს მტირალა ტირიფები.

მე გაზაფხულივით მოგეპარე
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი და თოთო ბავშვი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading