თეთრი მტრედი

საოცნებო ტურფა მკერდზე პაწაწინა მტრედო,
მაგ პატარა გოგოს გულში გთხოვ რომ ჩაიხედო,
გადაეცი უყვარხარო, უყვარხართქო ძლიერ,
ან შენ თვითონ როგორ უძლებ იმის თვალთა იერს.

მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.
მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.

აი ჩემი ფრთა-ფარფატა ძირს დაეშვა ციდან,
სიხარულით მომაშურა, გული დამიმშვიდა,
მომაძახა უყვარხარო, მე ვარ შენი ბედი,
და გაფრინდა საოცნებო ჩემი თეთრი მტრედი.

მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.
მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.

მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.
ასე უთხარ ის ჩემია,
ჩემი გულის საიმედო.

მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო,
ჩემი გულის საიმედო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading