წეროები

შემოდგომის ნისლია,
მიფრინავენ მერცხლები,
მიფრინავენ მიდიან,
ნუთუ შენც გამეცლები.

ვერ გავბედე, ვერ გითხარი
ჩემი გულის ნადები,
ნუთუ ამან გაგაჯავრა
და ამიტომ წახვედი.

სად მიდიხარ, რომელ მხარეს,
ჩემთვის არა გცალია,
დამანახე ვის უყვარხარ
კარგო ჩემზე ძალიან.

ისევ გაზაფხულდება,
გაიშლება ყვავილი,
ვარდი ისევ ივარდებს
ნამით პირდაბანილი.

ისევ აქ დაბრუნდებიან
წეროების გუნდები,
მაგრამ შენ კი თუ წახვედი
აღარ დამიბრუნდები.
მაგრამ შენ კი თუ წახვედი
აღარ დამიბრუნდები.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading