წუთისოფელი

ბინდისფერია სოფელი,
თანდათან უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.

ჩიტივით, ჩიტივით,
ჩიტივით გაგვიფრინდება.

წუთისოფელი ასეა,
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია.
რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია.

სიყვარულს, სიყვარულს,
სიყვარულს უშენებია.
სიყვარულს, სიყვარულს,
სიყვარულს უშენებია.
სიყვარულს უშენებია.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading