ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა

ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ოვრანინა,
მე შროშანი მეგონაო, ოვრანინა.
სადაც კარგი გოგო ვნახე, ოვრანინა,
ყველა ჩემი მეგონაო , ოვრანინა.

მხოლოდ ერთმა შავგვრემანმა, ოვრანინა,
გამიჩინა გულში სევდა, ოვრანინა.
გვერდზე ისე ჩამიარა, ოვრანინა,
ერთხელაც არ შემომხედა, ოვრანინა.

სად გეძებო, რომელ მხარეს, ოვრანინა,
მითხარ რატომ მემალები, ოვრანინა.
ტყვია მზოგავს შე უღმერთო, ოვრანინა,
შენ კი აღარ გებრალები, ოვრანინა.

გამიფრინდა ჩემი ჩიტი, ოვრანინა,
ჩემი ტურფა თვალგიშერა, ოვრანინა.
ასე როგორ შეიძლება, ოვრანინა,
არც მომკლა და არც მიშველა, ოვრანინა.

გვერდზე ისე ჩამიარა, ოვრანინა,
ერთხელაც არ შემომხედა, ოვრანინა.
ოვრანინა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading