გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე
ჯერ არ დამიმთავრებია,
მე ხომ გულით ვიხედები,
გული ჩემი თვალებია.
ბიჭოვ, ბიჭოვ მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.
ბიჭოვ, ბიჭოვ მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.
ზამთარია, მათოვს მაწვიმს,
შენ კი გაგიდარებია,
ღრუბელი რომ გულზედ მაწევს
ეს ხომ შენი თვალებია.
ბიჭოვ, ბიჭოვ მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.
ბიჭოვ, ბიჭოვ მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია,
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია.
