ანგელოზად მოხვალ, როცა ღამდება,
შენი სახე სიზმრად მომელანდება.
მოვდივარ თუ შენთანა ვარ არ ვიცი,
სიზმარია, მაგრამ მაინც დავიცდი.
გეფიცები, დღეს პირველად ვმღერივარ,
ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მთქმელი ვარ,
მაგრამ მაინც შენი მადლობელი ვარ
სიყვარულისთვის,
სიყვარულისთვის.
გული მღერის, განა ჩემი ხმა არის,
ნუთუ შენ ხარ, იქნებ ვინმე სხვა არის,
ეგ წვეთები ზღაპრად მონაგონია,
ცრემლებია შენ კი წვიმა გგონია.
გეფიცები, დღეს პირველად ვმღერივარ,
ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მთქმელი ვარ,
მაგრამ მაინც შენი მადლობელი ვარ
სიყვარულისთვის,
სიყვარულისთვის.
