გაზაფხული ისევ მოვა

დრო წაიღებს ზამთრის ნამქერს,
გადაივლის ქარი თოვას,
გვიან, მაგრამ გაზაფხული, მაინც მოვა;
გვიან, მაგრამ გაზაფხული, მაინც მოვა.

მზე ამოვა და დღის ნათელს,
გაექცევა ღამით სევდა,
მზე ამოვა, განა ღამე დაგვებედა;
მზე ამოვა, განა ღამე დაგვებედა.

ვერ გაუძლებს სუსხი აპრილს,
მზე ღრუბლებში თვალებს ახელს,
მზე ამოვა და გააქრობს გულში ნაღველს;
მზე ამოვა და გააქრობს გულში ნაღველს.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading