სიყვარულის აჩრდილი როცა თანა გდევს
თვალი როგორც აპრილი აფრქვევს სმარაგდებს
აბრეშუმის თავშალით გდევდი ველ და ველ
განა დავთმე, წამართვა, ნიავს ვედავე.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
ვერ იყავი თამამიო.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
დაღალე კალამიო.
რისთვის დაიარები დავიდარაბად,
გულის კარი გაგიღე, განა დარაბა,
თვალს ცრემლი თუ ადინეს, ვინ გიაქიმებს?
გადაფურცლავ, გადაშლი კარაბადინებს.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
ვერ იყავი თამამიო.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
დაღალე კალამიო.
დილა რომ გათენდება იისთვალება,
ღამე წავა, ქურდივით დაიმალება,
როცა ყინვა მოგვისწრებს, ზამთრის ასული,
ყელზე შემომახვიე სიასამური.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
ვერ იყავი თამამიო.
იაგუნდი და ლალიო,
იყოს შენზე ალალიო,
მომწერე, თქმა ვერ გაბედე,
დაღალე კალამიო,
დაღალე კალამიო.
